www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სასწავლო აგროთამაშის შექმნაზე
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
თანდართული ფაილი: agritamashi.zip
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ USAID-ის მხარდაჭერით პროექტ "ზრდა"-ს ფარგლებში შეიმუშავა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტი - გეოგაპი. გეოგაპის მიზანი ერთი მხრივ საქართველოში მიკვლევადი და უვნებელი ხილ-ბოსტნეულის წარმოებისა და გაყიდვების ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ ფერმერების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა. მზარდი მოლოდინები მომხმარებლების, საცალო მოვაჭრეებისა და კანონმდებლობის მხრიდან, ასევე მდგრადი სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სისტემების პრინციპები სულ უფრო და უფრო მეტად მოითხოვენ ისეთი პრაქტიკების დანერგვას, რომლებიც ამცირებს გამოყენებული ქიმიკატების რაოდენობას და მათ ზემოქმედებას გარემოზე, ამავდროულად ზრდის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემის სერვისების ეფექტურობას იმის გათვალისწინებით, რომ ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემო შეექმნათ დაქირავებულებს. სერტიფიცირების პროცესში მწარმოებლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ხელმძღვანელობენ მოცემული სტანდარტის მოთხოვნებით.

სერტიფიცირების სქემის პოპულარიზაციისა და ექსტენციური მიზნებისათვის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს სასწავლო აგროთამაშის შექმნაზე ანდროიდ და იოს პლატფორმებისათვის.

ანდროიდ და IOS პლატფორმებზე აგროთამაშის შექმნის მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს:

** იდეაცია, დიზაინ დოკუმენტი, თამაშის ძრავის შერჩევა;
** თამაშის ფუნქციონალური მხარის განვითარება (ეკონომიკა, განვითარების პროგრესიები, მცენარეების ზრდა-განვითარების ციკლის სიმულატორი);
** თამაშის ვიზუალური ნაწილის შექმნა (გარემო, UI, მცენარეების და ხელსაწყოების 3D მოდელები, გამოქვეყნებისათვის აუცილებელი ვიზუალური მასალა);
** არათამაშებადი ფუნქციები (ლოკალური და გლობალური ლიდერბორდი, მობილური სერვისი IOS და Android პლატფორმებისთვის);
** ვიზუალური და აუდიო ეფექტები;
** ტესტირება გამოქვეყნება (IOS და Android პლატფორმებზე).

აგროთამაში უნდა გამოქვეყნდეს 2019 წლის 1 ივლისამდე.

საჭიროების შემთხვევაში, პროექტის დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ტექნიკური კონსულტაციის გაწევა.

დამატებითი ინფორმაცია:

წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები უნდა მოიცავდეს ყველა მომსახურებას და პრეტენდენტს შეეძლოს ყველა ჩამოთვლილი მომსახურების გაწევა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |