www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბანქოს აღმრიცხველი
მომწოდებელი: Evolution Gaming
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 31 მაისი

"Evolution Gaming" შვედური ორგანიზაციაა, რომელიც  2006 წელს დაარსდა. "ევოლუშენი" სამორინეებს "Live" გადაწყვეტილებებს სთავაზობს, თანამშრომლობს ამ სფეროში მოღვაწე თითქმის ყველა კომპანიასთან და წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერის პოზიციებს არ თმობს. დღეს "Evolution Gaming"-ი 3800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და მსოფლიოს 12 ქვეყანაში ოპერირებს.

იმისათვის, რომ კარიერა დაგეგმოთ "ევოლუშენში", მსგავს სფეროში გამოცდილება აუცილებელი არ არის. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების სწავლებას.

ამჟამად "Evolution Gaming"-ი აცხადებს ვაკანსიას ბანქოს აღმრიცხველის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობები:

** ბანქოს დახარისხება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად;
** ბანქოს შემოწმება (რამდენად დაზიანებულია/გაფუჭებულია);
** ძველი ბანქოს ჩანაცვლება ახლით;
** მენეჯერის ინფორმირება ნებისმიერი ტიპის ინციდენტის შესახებ.

კვალიფიკაცია:

** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერის საბაზისო დონეზე ცოდნა
** სრული ან არასრული განათლება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** სტაბილურ, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და ბონუსურ სისტემას
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებს
** დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 2019 წ.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://smrtr.io/QrEMyw



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |