www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: BI ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბიდიო საქართველო
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

კომპანია "ბიდიო" აცხადებს BI (Business Intelligence) ანალიტიკოსის ვაკანსიას.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, "ბიდიოს" საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის #2, "ვერე ბიზნეს ცენტრი".
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების შეფასება; ბიზნეს საჭიროებების და  გასაუმჯობესებელი არეების იდენტიფიცირება. შესაბამისი გადაწყვეტილების გზების  შემუშავება და დანერგვა;
** კრიტიკული ინფორმაციის მოძიება/შეგროვება და შესაბამისი რეპორტის მომზადება
** მენეჯერულ გუნდთან და სტეიკჰოლდერებთან ერთად ბიზნესის საჭიროებების განსაზღვრა
** გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის განსაზღვრა
** მონაცემების შეგროვება და ინტერპრეტაცია
** შედეგების ანალიზი
** მონაცემთა ერთობლიობიდან ტენდენციების განსაზღვრა
** ახალ მონაცემთა შეგროვების და ანალიზის პროცესების განსაზღვრა
** ეფექტური კომუნიკაცია მენეჯმენტთან, ფუნქციურად დაკავშირებული სხვა გუნდის წევრებთან და სტეიკჰოლდერებთან
** შესაბამისი რეპორტინგი დაინტერესებულ მხარეებთან.

მოთხოვნები:

** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს/მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება ბიზნესში, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების ან ეკონომიკის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭებათ მაგისტრებს ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებაში)
** გამოცდილება მონაცემთა მოდელირებაში
** დიდ მონაცემებთან მუშაობის და ანალიზის უნარი
** ძლიერი ზეპირი და წერილობითი საკომუნიკაციო უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და ამოცანების გადაჭრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი
** ბიზნეს-პროცესების, სტრატეგიების და ბიზნეს-გარემოს ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@bdo.ge და "Subject"-ში მიუთითონ "BI ანალიტიკოსი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27.05.2019.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |