www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ღვინის ბიბლიოთეკა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"ღვინის ბილბიოთეკა" (http://www.winelibrary.ge) აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენ გვიყვარს ენერგიულ და კრეატიული ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც არ ეშინიათ იფიქრონ განსხავებულად. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღვინის მოყვარულებსა და ინდუსტრიას შორის კავშირი დარღვეულია და ჩვენი გუნდი მზადაა შეცვალოს ეს თქვენთან ერთად.

მოვალეობები:

** მაღაზიის და ბარის, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და შევსება
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
** დისტრიბუციებთან თანამშრომლობა
** სალაროს ბრუნვის კონტროლი
** სავაჭრო პროცესების მართვა
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა

უნარები:

** შედეგებზე ორიენტირებული, მოტივირებული და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** კრეატიული აზროვნების უნარი.
** კომპანია მიესალმება ახალ იდეებს, ჩვენთვის თითოეული თანამშრომლის აზრი მნიშვნელოვანია.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი და მოცემული დავალებების დათქმულ ვადებში შესრულება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტორონულ მისამართზე careers@degustate.com

განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სათაურის ველში მიუთითებენ ვაკანტური პოზიციის დასახელებას, გადმოგზავნილ დოკუმენტებს ეწერებათ სახელი და გვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |