www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სს "გეფა" წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

გამოირჩევა, როგორც ინოვატორი, მაღალი სტანდარტების დამამკვიდრებელი კომპანია და ზრდის აქტივობების არეალს ყოველდღიურად.

არ არის ორიენტირებული მხოლოდ წამლების დისტრიბუციაზე, კომპანიას გარდა მედიკამენტებისა შემოაქვს კოსმეტიკური, ჰიგიენური პროდუქტები მსოფლიოში ცნობილი კომპანიებიდან და აქტიურად ზრუნავს სილამაზის ხაზის განვითარებაზე.

დღეისთვის სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ფრანგული სააფთიაქო კოსმეტიკის სრული ასორტიმენტი. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია ხარისხიან პროდუქციასთან ერთად მიიღოს კონსულტაცია და კომპეტენტური რჩევები.

ამისთვის კი ზრუნავს მოიზიდოს კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებაში და თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში უწყვეტ რეჟიმში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!
გისურვებთ წარმატებებს!

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის განყოფილების რეალიზაციაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი მერჩენდაიზერის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებული საქმის მონიტორინგი;
** პროდუქციის თაროების იერსახესა და სისუფთავეზე ზრუნვა;

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "Consultant", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |