www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
მომწოდებელი: საქართველოს სამედიცინო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 3 ივნისი

კავშირი "საქართველოს სამედიცინო ჯგუფი" აცხადებს ღია ტენდერს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე.

პროექტის დასახელება: "The WASH strategy implementation in the rural areas of Autonomous Republic of Adjara of Georgia"

საქართველოს სამედიცინო ჯგუფი ახორციელებს USAID-ის მიერ დაფინასებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიდინარე წელს სამშენებლო-სარეაბილტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ ობიექტებზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში: 1. სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა; 2. სოფელ ოჩხამურის საჯარო სკოლა; 3. სოფელ ზემო კვირიკეს საჯარო სკოლა; 4. სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა; 5. სოფელ ალამბრის პირველადი ჯანდაცვის ობიექტი; და 6. სოფელ ოჩხამურის პჯდ.

ჩასატარებელი სამუშაოები დეტალურად არის გაწერილი მიმაგრებულ ფაილებში: https://www.dropbox.com/s/xvnvv6pxz14mqgj/gmg-tender-rehab.zip?dl=0

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება განმარტებითი ბარათის, მასალათა სპეციფიკაციის,  ნახაზებისა და მოსალოდნელ სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 3 ივნისის 18:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: GMG.WASH@gmail.com

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. გთხოვთ, წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე.

1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
2. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) და წესდების ასლი;
3. ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
4. ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ;
5. ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი;
6. ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური (საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მითითებებით) შესაბამისი რეკომენდაციებით;
7. პროექტში მონაწილე თანამშრომელთა სია და მათი კვალიფიკაციები;
8. შევსებული ხარჯთაღრიცხვა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კავშირი "საქართველოს სამედიცინო ჯგუფი" ზემოაღნიშნულ პროექტს ახორციელებს USAID-ის დაფინანსებით და შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან. გთხოვთ, წარმოდგენილი ფასები არ შეიცავდეს დღგ-ს გადასახადს.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა და მიამაგროთ ელ-ფოსტის მესიჯს ფაილის სახით.  ელ-ფოსტის subject-ში მიუთითეთ: "Construction/Rehabilitation".

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში შემოთავაზებების გამოგზავნამდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართეთ:

ქალბატონ თამარ ბერიძეს
tamar.beridze84@gmail.com

წესების დარღვევის  შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 2019 წლის 7 ივნისისთვის.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი  ვადები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |