www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"ავერსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე თბილისსა და შემდეგ რეგიონებში: დმანისი, იორმუღანლო, აბაშა, ცაგერი, მესტია, ლენტეხი, დედოფლისწყარო, ონი, სართიჭალა, ბოლნისი, ხაშური, ბათუმი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება ან საშუალო ფარმაცევტული განათლება
** სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა; სწრაფი რეაგირების უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 27.05.2019. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |