www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოფის 1
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00, კვირაში 1 დასვენების დღე (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ)
ხელფასი: 500-დან 1000 ლარამდე.

ვალდებულებები:

** პერსონალისა და გაყიდვების მართვა;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** სავაჭრო სივრცის დიზაინის შექმნა და მერჩენდაიზინგი;

აუცილებელი მოთხოვნა:

** დახვეწილი მეტყველება, დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
** საოფისე პროგრამა-ექსელში რეპორტის მომზადების შესაძლებლობა;
** ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა).

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.

არჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად. საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად შედეგიდან გამომდინარე. საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების და უნარების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: f70@office1.ge; გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას, საგანში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |