www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი ოჩო კემპში
მომწოდებელი: შესაძლებლობების სივრცე
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ააიპ "შესაძლებლობების სივრცე" აცხადებს ვაკანსიას ოჩო კემპში ადმინისტრაციული ასისტენტის 2 პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3-4 დღე, ითვალისწინებს პერიოდულად ღამის დარჩენასაც (დამატებითი სამუშაო დღეები ანაზღაურდება დღიურად);
სამუშაო ადგილი: ქ. ლაგოდეხი, ოჩო კემპი-Ocho Camp
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 200 ლარი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 4 თვე (ივნისი-სექტემბერი, 2019 წელი)

ოჩო კემპი წარმოადგენს ტურისტულ ბაზას, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, სადაც ზაფხულის განმავლობაში ისვენებენ და აქტივობებს მართავენ სხვადასხვა ჯგუფები. ბანაკი 2019 წლის სეზონს განაახლებს 1 ივნისიდან და ზაფხულის სეზონის განმავლობაში გეგმავს სხვადასხვა ჯგუფების მიღებას და ასევე საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკების განხორციელებას. გარდა ამისა, 2019 წლის ივნისიდან ოჩო კემპში განხორციელდება პროექტი "სოციალური კინო ოჩოს ცის ქვეშ" სოფლის განვითარების პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქეა ავსტრია (CARE Austria) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანია ლაგოდეხში ადგილობრივი ახალგაზრდების განათლების მხარდაჭრა და მათი გაძლიერება. ამისათვის გვსურს დავასაქმოთ 2 აქტიური ახალგაზრდა, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნული აქტოვობების განხორციელებაში და ამავდროულად შეიძენს დასაქმებისათვის საჭირო მნიშვნელოვან უნარებს დ გამოცდილებას ბანაკის ორგანიზატორებისაგან.

მივესალმებით იმ ახალგაზრდებს, მათ შორის სტუდენტებს (ვისაც სურთ ზაფხულის არდადეგები ნაყოფიერად გაატარონ და სტაჟირება მიიღონ ჩვენთან), ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს (19-29 წლამდე), რომლებიც გამოავლენენ მაღალ მოტივაციას შეიძინონ უნარ-ჩვევები და გამოცდილება ღონისძიებების დაგეგვმის და მართვის, ასევე ლაგოდეხში ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით. დასაქმებულ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება გაეცნონ საბანაკე მომსახურების სპეციფიკას, განივითარონ უნარები კლიენტთა მომსახურების სფეროში და გახდნენ არა ერთი საინტერესო სოციალური პროექტის ორგანიზატორი.

ფუნქციები და მოვალეობები:

საბანაკე მომსახურების საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა. კერძოდ, ბანაკის ორგანიზატორებთან ერთად:
** ბანაკში დამსვენებელთა ჯგუფების მასპინძლობა/მიღება/დაბანაკება და მათი მხარდაჭერა დასვენების პერიოდში;
** სტუმრებისთვის ბანაკის სივრცის და წესების გაცნობა (სამზარეულოს წესები, წყლის მოხმარების წესები, ბუნების დაცვის წესები, უსაფრთხობა და ა.შ);
** ბანაკში კარვების-გაშლა და აკეცვა, ინვენტარის (მაგიდები, სკამები და სხვა) მოწესრიგება;
** დამსვენებლების ბანაკში ყოფნის პერიოდში, განსაკუთრებით კი ჯგუფების გასვლითი აქტივობების დროს, ბანაკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ბანაკში ჯგუფების ჩამოსვლის დღეებში სისუფთავის უზრუნველყოფა და ჰიგიენა-სანიტარიის საშუალებების მუდმივი უზრუნველყოფა (შეძენა, გამოცვლა);
** სასწრაფო-გადაუდებელ და საპატრულო დახმარებასთან და სხვა ადგილობრივ მომსახურებებთან (წლის და ელექტრომომარაგების კომპანიები) დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში;
** სტუმრების დაკავშირება ლაგოდეხში არსებულ სხვა ადგილობრივ გასართობ-შემეცნებით ობიექტებთან;

კინკლუბის და კინოჩვენებების კოორდინირება, კერძოდ ბანაკის ორგანიზატორებთან ერთად:

** ყოველკვირეული კინოჩვენებების ორგანიზება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის (აპარატურის გამართვა, კინოჩვენების სივრცის მოწესრიგება);
** ოჩოს კინოკლუბის ფეისბუქ-გვერდის მართვა (ივენთის შექმნა და გავრცელება; მაყურებლებთან კომუნიკაცია);
** პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული კინო-კლუბის ფასილიტაცია;
** კინოჩვენებებთან დაკავშირებული სატელეფონო ზარებზე და შეტყობინენეზე დროული პასუხი;
** ღონისძიებების მსვლელობის დროს ფოტო გადაღება და გაზიარება;
** #მოიტანეშენიკინო კამპანიის (ინდივიდუალური შეკვეთით ფილმის ჩვენება) პოპულარიზაცია და მხარდაჭერა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია აპლიკანტებმა გამოავლინონ):

** ღონისძიებებში მონაწილეობის და ორგანიზების გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები
** სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს მართვის მოწმობა და შეეძლოს მსუბუქი ავტომობილის მართვა (არ არის სავალდებულო და არ მოახდენს გავლენას გასაუბრების შედეგებზე )
** შეეძლოს ბანაკში/კარავში ღამის ცვლაში დარჩენა (ჯგუფების შემთხვევაში)

პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტოვაციო წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: ocho.camping@gmail.com.

სამოტივაციო წერილში აუცილებლად მიუთითეთ სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ტელეფონი და აღწერეთ თქვენი გამოცდილება და მოტივაცია გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. ასევე სამოტივაციო წერილში მიუთითეთ 2 (ორი) რეკომენდატორი და თქვენი კავშირი მათთან (რეკომენდატორის სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ტელეფონი). სამოტივაციო წერილი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 გვერდი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება მისი სამოტივაციო წერილის დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |