www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: MaxinAI
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"Maxin AI"-ში ვეძებთ ბუღალტერს!

ჩვენი გუნდის ზრდის სწრაფმა ტემპმა დაგვაფიქრა და მივხვდით, რომ ბუღალტერი გვჭირდება, თანაც სასწრაფოდ.

"მაქსინ ეი აი" არის AI Consulting Company. ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფას ვუწევთ კომპანიებს გერმანიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან და სხვა მაგარი ქვეყნებიდან.

თუ მზად ხარ, მიიღო გამოწვევა და დაგვეხმარო თავიდან აგვარიდო ფურცლებთან და ანგარიშგებებთან ურთიერთობას, მაშინ მოდი ჩვენთან.

მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის ყოველდღიური წარმოება და მონიტორინგი IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით (ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

CV გამოგვიგზავნე ელფოსტაზე: hr@maxinai.com და "Subject"-ში მიუთითე "ვაკანსია ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |