www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო სტანცია ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სტეფანწმინდის ცენტრში ახალგახსნილი 20 ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** დეტალებისადმი ყურადღება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
** აუცილებელია ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ბარის მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს შემადგენლობის აღწერა და მომზადება
** გასაგებად და სწორად მოახდინოს კომუნიკაცია მიმტანთან
** საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მიმტანს მისი მოვალეობების შესრულებაში.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სასიამოვნო მოწესრიგებული ვიზუალი.

ანაზღაურება: 1000 ლარიდან (კანდიდატის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით)
გრაფიკი: ცვლაში, შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი.
კვება, საცხოვრებლი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |