www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Golden Nugget Tbilisi
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სასტუმრო "Golden Nugget Tbilisi" აცხადებს სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორის ვაკანსიას.  

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები: 

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

პროფესიული მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა - საუბარი, წერა, კითხვა (დამატებითი ენების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა)
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.  
** Booking.com-თან მუშაობის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gnthotel@gmail.com და აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 595 188018.

გისურვებთ წარმატებებს! 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |