www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ტვირთის მიმწოდებელი, გზავნილის მიმღები/გამცემი
მომწოდებელი: ნოვა ფოსტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 26 მაისი

შპს "ნიუ ფოსტ ინტერნეიშენალ ჯორჯია" ("ნოვა ფოსტა") წარმოადგენს სს ნოვა ფოსტა ჯგუფის "ნოვა ფოსტა უკრაინა"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. "ნოვა ფოსტა უკრაინა"  2001 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს უკრაინაში. ამჟამად მის პორტფელში 12 მილიონზე მეტი კლიენტი ირიცხება და ყოველწლიურად უზრუნველყოფს 200 მილიონამდე ამანათის გადაზიდვას.

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ვაკანსიებს:

1. საწყობის ტვირთის მიმწოდებელი

ძირითადი მოვალეობები:

პროდუქციის მიწოდების, დატვირთვა-გადმოტვირთვის, გადაადგილების და განთავსების სამუშაოების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პასუხიმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. გზავნილის მიმღები/გამცემი

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო/უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

**  მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის  გზავნილების მიღება/გაცემა/მიწოდება არსებული წესის შესაბამისად  (დოკუმენტაციის გაფორმება).
**გაწეული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: gvantsa.norakidze@np-int.com არაუგვიანეს 2019 წლის 26 მაისისა ან დარეკოთ ნომერზე: 599 52 20 00. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |