www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს - "ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი".

ტრენინგი მოიცავს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის პრინციპებს და თანამედროვე ინტრუმენტებს. იგი განკუთვნილია როგორც დამწყები ასევე გამოცდილი სპეციალისტებისათვის წარმოების, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და სხვა ბიზნეს სექტორებიდან.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს როგორც სტუდენტებს ასევე ბიზნეს სფეროში დასაქმებულებს გააუმჯობესონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები ლოგისტიკაში და მიწოდების ჯაჭვის მართვაში. ტრენინგი დაეხმარება მასში მონაწილეებს, რომ მათ შეძლონ საწარმოებში ლოგისტიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი და მართებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მიმართულია როგორც ლოგისტიკური დანახარჯების შემცირებისკენ ასევე საწარმოს კონკურებნტუნარიანობის ზრდისკენ.

ტრენინგის გავლის შემდეგ, მსმენელები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენერები: გიორგი დობორჯგინიძე, გიორგი ერისთავი

ტრენინგის თემატიკა:

** ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის თანამედროვე ისნტუმენტები და სტრატეგიები
** შესყიდვების დაგეგმვა და პროგნოზირება
** მარაგების პრინციპები და მარაგების მართვის ძირითადი სტრატეგიები
** მარაგების შევსების "Push" და "Pull" სისტემების გამოყენება
** სასაწყობო ლოგისტიკა
** დიტსრიბუციის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები
** მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასება და კონტროლი (SCOR)

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 3 ივნისი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ტრენინგების პერიოდულობა: ორშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 (საათი)

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია

ტრენინგის ღირებულება 750 ლარი.
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.
ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |