www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები.

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე საქონლის გაყიდვების ორგანიზება და გაყიდვების მართვა
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების კოორდინირება-კონტროლი
** წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** პროდუქციის გაყიდვის ზრდის ტენდენციაზე მუდმივი ზრუნვა
** პროდუქციის ფასების და აქციების მონიტორინგი
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის აღწერის წარმოება
** სასაქონლო მარაგების მაღაზიაში ეფექტურად წარმოჩენა, დაწყობა-დალაგება
** მუშების სამუშაო პროცესის მართვა
** კლიენტთან წარმოშობილი პრობლემების მოგვარება
** მაღაზიაში ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ვეტერინარიის ან ბიზნესის მიმართულების განხრით
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დამატებითი დეტალები:

სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:00, კვირა დასვენების დღე;
მისამართი: მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორია;
ხელფასი: 600 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით - მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |