www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ლუტეცია ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

"ლუტეცია ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
**კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე, ინტერიერისა და სისუფთავის დაცვაზე.
** აკონტროლოს მაღაზიაში ფასების სიზუსტე და განთავსება ;
** მუდმივად ზრუნავდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე;

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@lutecia.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |