www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გზავნილების მიღება-გაგზავნის ოპერატორი
მომწოდებელი: მერიდიან ექსპრესი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

"UPS"-ის და "UPS SCS"-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, შპს "მერიდიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გზავნილების მიღება-გაგზავნის ოპერატორის პოზიციაზე.

განაცხადის მიღების თარიღები: 10.05.2019 - 11.06.2019
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება.
** ტარიფებთან და გზავნილების გაგზავნა მიღებასთან დაკავშირებულ დეტალებზე კომუნიკაცია კლიენტებთან ან/და უცხოელ პარტნიორებთან.
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში.
** გზავნილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება/კონტროლი. მათზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სათანადო სისტემებში ინფორმაციის სისტემატური მონიტორინგი განახლება.
** შესაბამისი საბუთების დახარისხება და დამუშავება.
** გზავნილებთან მიმართებაში გარკვეული რეპორტების გაკეთება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი - 22 წლიდან.
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** კომპიუტერული უნარ ჩვევების, MS Excell, MS Word, MS Power Point -ის ფლობა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა , როგორც წერილობითი ასევე ზეპირი;
** სწრაფი ბეჭვდის უნარი.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გამართულად მეტყველების და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები შერჩევის პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს:

1. კანდიდატთა შერჩევა მათგან მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
2. დაკავშირება;
3. გასაუბრება,
4. სტაჟირება (ანაზღაურებადი).

სამუშაო განრიგი:

** კვირაში 5 დღე 10:00-დან 18:30 საათამდე
** შაბათი: 10:00-დან 1:00 საათამდე
** შესვენება - 1 საათი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mexge.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ვაკანსია - გზავნილების მიღება-გაგზავნის ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |