www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: თანასწორობის მოძრაობა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ორგანიზაციის საქმიანობის მართვა ორგანიზაციის ხედვასთან, მისიასთან, სტრატეგიასთან და ამოცანებთან შესაბამისობის კუთხით;
** ორგანიზაციის საქმიანობის და ფინანსების მონიტორინგი და კონტროლი;
** ფინანსების მოზიდვა;
** პროექტების კოორდინატორების/მენეჯერების მიერ დონორებისათვის მომზადებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების გადახედვა/დამტკიცება;
** ახალი თანამშრომლების შერჩევა და თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ზრუნვა;
** ორგანიზაციის წარდგენა მედიასთან და სხვა მესამე პირებთან;
** მმართველობისა და პოლიტიკის საკითხებზე ანგარიშების მომზადება და გამგეობისთვის წარდგენა;
** ორგანიზაციის საქმიანობის წლიური ნარატიული და ფინანსური ანგარიშის მომზადება;

საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

** ​ლგბტქი ადამიანების საჭიროებების ცოდნის მაღალი ხარისხი;
** უმაღლესი განათლება. მაგისტრატურა სოციალური მეცნიერებების, გენდერის კვლევების, ადამიანის უფლებების და მენეჯმენტის განხრით ჩაითვლება უპირატესობად;
** ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** პროექტების და პროგრამების შემუშავების/წერის გამოცდილება;
** სრულყოფილი პრეზენტაციის, მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** არითმეტიკული უნარ-ჩვევები და ცხრილებში მუშაობის გამოცდილება, ბიუჯეტის შედგენისა და ხარჯების მონიტორინგის შესაძლებლობა;
** ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: http://www.equality.ge/3797



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |