www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hotel Posta
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სვანეთში, მესტიის ცენტრში, ძველ ისტორიულ ფოსტის შენობაში მაისის ბოლოს იხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო. "Hotel Posta"-ს განსაკუთრებულს ხდის არაჩვეულებრივი ხედები და დიზაინი, რომელიც თანამედროვე და ადგილობრივი კულტურის ნაზავია და მთლიანად სტუმრის კომფორტზეა მორგებული.

თუ მზად ხართ ჩაერთოთ ობიექტის გახსნამდე მის მომზადებაში, მაშინ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ შეუფასებელი გამოცდილება და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: სვანეთი, მესტია, Hotel Posta
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ან სუპერვაიზერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასურველია სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილების ქონა.

პირობები:

** ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.
** კვებას და საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამსაქმებელი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ იმეილზე hr@hotelposta.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |