www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოვლისა და დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Hotel Posta
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სვანეთში, მესტიის ცენტრში, ძველ ისტორიულ ფოსტის შენობაში მაისის ბოლოს იხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო. "Hotel Posta"-ს განსაკუთრებულს ხდის არაჩვეულებრივი ხედები და დიზაინი, რომელიც თანამედროვე და ადგილობრივი კულტურის ნაზავია და მთლიანად სტუმრის კომფორტზეა მორგებული.

თუ მზად ხართ ჩაერთოთ ობიექტის გახსნამდე მის მომზადებაში, მაშინ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ შეუფასებელი გამოცდილება და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მოვლისა და დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: სვანეთი, მესტია, Hotel Posta
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია სასტუმროს სისუფთავეზე, სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება;
** შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების კონტროლი;
** თითოეული ოთახის დალაგების უზრუნველყოფა სტანდარტების შესაბამისად.
** განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვან პრობლემაზე და მისი ძირეულ აღმოფხვრა.
** დასუფთავების სისტემების და პროცედურების შემუშავება.
** ინფორმაციული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის ყიდვისა და მათ გამოყენების ორგანიზება და კონტროლი.
** სტუმართა აზრისა და პრეტენზიების გათვალისწინება და ყურადღების მიქცევა.
** მოწოდებული შეკვეთილი ნივთების სისწორისა და რაოდენობის კონტროლი.
** მინი ბარის პროდუქციის ბრუნვის კონტროლი და აღწერების წარმოება.
** თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზება პერიოდულად მათი მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** აქტიური
** ენერგიული, ყურადღებიანი, არა კონფლიქტური
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი

პირობები:

** ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.
** კვებას და საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამსაქმებელი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ იმეილზე hr@hotelposta.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |