www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო გურელი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი
სასტუმრო "გურელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება.
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება.
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
** მენეჯერის დავალებების შესრულება.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(Booking-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია).
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური.
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

პირობები:

** 24 საათიანი გრაფიკი 4 დღეში ერთხელ.
** სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს კვებით.
** ანაზღაურება: 40 ლარი მორიგეობაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: l.elibashvili@hotelgureli.com და m.elibashvili@hotelgureli.com

გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.


 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |