www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Prime Legal
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

საქართველოში ინოვაციური პლატფორმის მქონე იურიდიული კომპანია "Prime Legal" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, "Prime Legal" გთავაზობთ:

** კადრების პროფესიულ გადამზადებას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მომხმარებელთან;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრული კონსულტაციის გაწევა;
** შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისის პრეზენტაცია;
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი;
** სხვა დამატებითი ფუნქციები, რაც შეიძლება დაევალოს უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობისა და დარწმუნების უნარის ქონა;
** მოწესრიგებული, პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ენერგიული, შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@primelegal.ge 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი" .

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "Prime Legal" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახება 3 წლის განმავლობაში.

"Prime Legal" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |