www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 6 ივნისი

კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: მიწოდების განყოფილების თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვა და კონტროლი
** შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის
** ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
** მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე.
** პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** მოაზროვნე;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** თავაზიანი;
** მოთმინების უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;

ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა 2 თვე. შემდგომ სტაბილური ხელფასი + ბონუსური სისტემა და დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2019 წლის 6 ივნისისა შემდეგ მისამართზე: archil@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |