www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშაკის პოზიციაზე წილკანში.

"Global Beer Georgia" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწრაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდ წილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 500 ლარი (საჭიროების შემთხვევაში დამატებით შესრულებული სამუშაო ანაზღაურებადია)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში საქონლის განთავსება
** ტვირთის მიღება, დაცლა და დასაწყობება.
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** სასურველია სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |