www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 50-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს;

კომპანია "ტრანსპორტერი" წარმოადგენს გერმანული ბრენდ "GARDENA"-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. "GARDENA" მსოფლიო ლიდერია პრემიუმ კლასის ბაღის და ეზოს მოვლის ტექნიკისა და ყველანაირი ინვენტარის წარმოებაში.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას "GARDENA"- ს ბრენდის პრომოუტერის პოზიციაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება საბაღე პროდუქციის სფეროში;
** სავალდებულოა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის უპირატესობების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვა;

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 სამუშაო დღე, 11:00-დან 22:00 საათამდე

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრეინინგი პროდუქციის შესასწავლად.

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2019 წლის 5 ივნისამდე წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |