www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის მასალების კონსულტანტ-ოპერატორი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მასალების კონსულტანტ-ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავეჯის მასალების ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
** კლიენტის საჭიროების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
** კლიენტისათვის ფასდაკლების შეთავაზება და შესაბამისად რეგისტრაცია;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

** შედეგზე ორიენტირება;
** ხარისხზე ორიენტირება;
** მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობა;
** დისციპლინა.

ანაზღაურება: 650 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ქართულ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ავეჯის მასალების კონსულტანტ-ოპერატორი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |