www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
თანდართული ფაილი: 16822_epfoundgrants_5728107.zip
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 7 ივნისი

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:

** ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის მეშვეობით.
** სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე აქტუალური პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის გზით.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ივნისი, 17:00.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |