www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი"  წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების  ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი;
** კომპანიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება;
** ინციდენტების ან რაიმე ობიექტის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** ყოველი დღის ბოლოს ტერიტორიის შემოვლა და ობიექტების შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება (სამთავრობო და/ან კერძო დაცვა);
** სამხედრო ბილეთი.

ანაზღაურება: 450 ლარი.
სამუშაო გრაფიკი:  სამ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის თანამშრომელი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |