www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: თანასწორობის მოძრაობა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"თანასწორობის მოძრაობა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

პროექტის კოორდინატორი წარუძღვება ECOM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, ჯანმრთელობის უფლების ადვოკატირების, საქმიანობას და განახორციელებს პროექტის ფარგლებში არსებული აქტივობების მონიტორინგს.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტში დასაქმებული პირების საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
** პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
** პროექტის ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი;
** დონორთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია;
** სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ინდივიდუალურ პირებთან თანამშრომლობა.

დამატებითი საქმიანობა:

საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის დავალებით თანამშრომელს შესაძლოა დაეკისროს დამატებითი ვალდებულებები - ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, ოფიციალურ და არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, ახალი პროექტის დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობის მიღება, მივლინებით  გამგზავრება საქართველოს რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: http://www.equality.ge/3802



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |