www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ოფიცერი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე თბილისში, კახეთში, ბათუმსა და ქუთაისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე", ლიმონათი "ბერიკა". ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

ობიექტზე მაცივრების, ბილბორდების და სხვა ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office)

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მხოლოდ თქვენთვის სასურველი რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |