www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, შესაგებელი და ა.შ);
** საქმისწარმოების განხორციელება სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
** ხელმძღვანლის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი იურისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |