www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IFRS for SMEs პრაქტიკული ტრენინგი
მომწოდებელი: BS Academy
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"BS Academy" აცხადებს მიღება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) პრაქტიკულ ტრენინგზე.

მცირე და საშუალო საწარმოები (2-3 კატეგორია) ვალდებულები არიან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგება წარადგინონ IFRS for SMEs-ის სტანდარტის მიხედვით!

კურსი გათვლილია პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის ვისაც აქვს მსს ფასს-ის საბაზისო ცოდნა და აქვთ სურვილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით მოთხოვნილი ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დამოუკიდებლად მომზადების. კურსის განმავლობაში მოხდება საბუღალტრო პროგრამის მონაცემების ექსელში დამუშავება, ფინანსური ანგარიშგების შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად და შემდგომ მსს ფასს-ის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების აწყობა.

კურსის ფარგლებში მსმენელებს მიეცემათ საშუალება განიხილონ დამსაქმებელი კომპანიის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების აწყობისას წარმოქმნილი პრობლემები და მიიღონ კვალიფიციური პასუხები კითხვებზე.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ დამოუკიდებლად მოამზადონ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

ტრენინგს გაუძღვება: დავით ქურციკიძე

სამუშაო გამოცდილება:

10.2017 - დღემდე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS), აუდიტის და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტი; 06.2014-10.2017 - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი; 11.2011- 06.2014 - შპს BDO, აუდიტის და ბიზნეს საკონსულტაციო განყოფილება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 საათი (6 სალექციო შეხვედრა)
ტრეინინგი დაიწყება 3 ივნისიდან
ღირებულება: 390 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, უზნაძის 4
ტელ: 593922247

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/XpZ6E2rFVd8kf3BSA



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |