www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ რითეილი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

კომპანია "სმარტ რითეილი" აცხადებს საწყობის მენეჯერის ვაკანსიას არგვეთაში (ზესტაფონი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
** საწყობში არსებული პროდუქციის მომზადება სავაჭრო დარბაზში გადასატანად და პროცესის კონტროლი.
** საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა.
** პროდუქციის დარბაზზე გადაწერა
** დარბაზიდან დაბრუნებული პროდუქციის დასაწყობება ან/და მომწოდებლისთვის დაბრუნება
** აკონტროლოს ხარისხი, ვადები და მოითხოვოს მომწოდებლისგან პროდუქციის სერთიფიკატები და ხარისხის მოწმობები.
** აწარმოოს შემოსავლის და გასავლის დოკუმენტაცია.
** აწარმოოს ყოველდღიური ანგარიში.
** აკონტროლოს მომწოდებლებთან ვადაგასული პროდუქციის დაბრუნების საკითხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: argveta1vacancy@smart.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |