www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: MAN European Fashion
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

მაღაზია "MAN european fashion" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** ინგლისური ან რუსული ენების ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** სასურველია მსგავსი პროფილის ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიაში გაყიდვების მოლარედ ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები: მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.

ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 500 ლარით, პლუს ყოველთვიური ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: manfashionge@gmail.com

მაღაზია მდებარეობს საბურთალოზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |