www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჩინურენოვანი გიდი, მძღოლი
მომწოდებელი: Beautiful Georgia Tours
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ტურისტული კომპანია "Beautiful Georgia Tours" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ჩინურენოვანი გიდი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის კარგად ცოდნა;
** გიდად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ჩინური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ჯგუფის მართვის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტზე გაყოლა;
** მოსანახულებელი ადგილების დეტალურად და საინტერესოდ აღწერა;
** ტურისტული სააგენტოს სხვა წარმომადგენელთან ერთად ტურისტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.

2. ინგლისური და რუსულენოვანი მძღოლი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ტურისტების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
** ტურისტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი
** ავტომანქანის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

კვალიფიკაცია:

** მანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** მართვის მოწმობა: D კატეგორია;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბრის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება
** სხარტი აზროვნება
** კრეატიული აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად მუშაობის გამოცდილება

გთხოვთ, დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოგზავნოთ მისამართზე: info@bgt.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |