www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ორინჯ გრუპ - ფინანსები
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

შპს "ორინჯ გრუპ - ფინანსები" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი

შპს "ორინჯ გრუპ - ფინანსები" არის მზარდი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც იწყებს აქტიურ მოღვაწეობას საქართველოს ბაზარზე. ჩვენი ძირითადი მიზანია მივაწოდოთ მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება კომპანიის კლიენტებს. კომპანიის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ფინანსური კონსალტინგი, მენეჯმენტ კონსალტინგი, აუდიტი და საგადასახადო კონსალტინგი, ასევე ქონების შეფასება, ბიზნეს რისკების შეფასება და მართვა. ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და მოტივირებულ კანდიდატებს უფროსი აუდიტორის ვაკანსიაზე.

მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის ორგანიზება;
** აუდიტის გუნდთან კომუნიკაცია და დავალებების დელეგირება;
** შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა;
** აუდიტის მენეჯერის ყოველდღიური ინფორმირება აუდიტის მიმდინარეობის სტატუსის შესახებ;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების (IFRS) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA - ის სტუდენტი;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: info@orange-finance.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |