www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. 9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საჭიროების შემთხვევაში სტუმარს გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება
** წამლების მარაგების მართვა
** პაციენტებისა და მათი ჩივილების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში
** საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების გამოძახება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/არასრული უმაღლესი სამედიცინო/საექთნო პროფესიული განათლება
** ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, ფიტნეს დარბაზითა და აუზით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |