www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა თრეველი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

"თეგეტა თრეველი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000358
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 01.06.2019
კატეგორია: ტურიზმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი ტურიზმის სფეროში.
** განათლება: ხარისხი: ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია)

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** კომუნიკაბელურობა

დამატებითი მოთხოვნები: MS Office მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკება;
** (განთავსების ადგილები, სასტუმრო, რესტორანი, სატრანსპორტო კომპანიები, მძღოლი, გიდი და ა.შ.)
** სამუშაო შეხვედრების ორგანიზება როგორც უცხოელ პარტნიორებთან, ასევე დამკვეთებთან;
** პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის მივლინებების დაორგანიზება საქართველოში;
** ადგილობრივი ჯავშნების მომზადება და კონტროლი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე https://career.tegetamotors.ge/Job/358 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |