www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ქობულეთი

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

** კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2019 წლის 27 მაისისა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი, ბათუმი")

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |