www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ნობლექსი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო". ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ქართველ ფერმერებს, გავუჩინოთ მოტივაცია, რათა სოფლის მეურნეობას მეტი ხალისით და ენთუზიაზმით ემსახურონ, საკუთარ მიწაზე მოიყვანონ ქართული მოსავალი, რომელიც მათი კეთილდღეობის საფუძველი და ფინანსური გარანტი გახდება.

ჩვენი ღირებულებაა:

პროდუქციის ხარისხი: წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.

მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა: "აგროსფერო"-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგია და პარტნიორული ურთიერთობა

განვითარება და წინსვლა: "ნობლექსი" დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან და იზრდებიან თანამშრომლები და დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის, საუკეთესო დამსაქმებელთან და მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

სრული ინფორმაციისთვის: http://www.agrosphere.ge

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეკეთება
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სადიაგნოსტიკო და შემდგომი სარემონტო მომსახურების გაწევა, ადგილზე მისვლით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სატრანსპორტო, მანაქანათმშენებლობის, მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით, იქნება ეს უმაღლესი განათლება, თუ პროფესიული
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ 27 მაისამდე მეილზე: hr@noblex.ge და აუცილებლად, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |