www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდის/კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 117 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 800-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის/კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური აქციების დაგეგმვა მომწოდებელთან;
** სააქციო ფასების დადგენა;
** საბაზისო ფასების დადგენა;
** გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის და მომწოდებლების მიხედვით (მათ შორის კატეგორიაში პროდუქტების მიხედვით);
** კონკურენტების ანალიზი;
** საბაზისო ფასების და აქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ასორტიმენტის დადგენა, გაფართოება და ახალი პოზიციების განხილვა;
** კატეგორიის მერჩენდაიზინგი ყველა კონკრეტული მაღაზიისთვის;
** სააქციო პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის სფეროში);
** მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.  

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@clean-house.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბრენდის/კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი".

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |