www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება სამღებრო საწარმოში
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ავეჯის მასალების სამღებრო საწარმოში.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დღეში 6 სამუშაო საათი.
ანაზღაურება: 300 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მასალის შესაღებად მომზადებისა და შეღებვის ტექნოლოგიური პროცესის შესწავლას;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმებას სამღებრო საწარმოში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ქართულ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ დასახელება - "სტაჟირება სამღებრო საწარმოში".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |