www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნესტლე
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

შპს "ნესტლე საქართველო", კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის (კახეთი) პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამოქმედო არეალი: კახეთი
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 10 თვე

სამედიცინო წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები:

** მედიცინის მუშაკებისათვის, ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ სამეცნიერო/საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება;
** პროფესიული კონტაქტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ყოველდღიური ვიზიტების შესრულება;
** მედიცინის მუშაკებისათვის სამეცნიერო კონფერენციების მოწყობასა და მათ წარმართვაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

სამედიცინო წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, ფარმაკოლოგიის, ბიოლოგიის ან პედიატრიის ფაკულტეტები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციის განვითარებული უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

სამედიცინო წარმომადგენლებს ვთავაზობთ

** 10 თვიან შრომით ხელშეკრულებას;
** სამუშაო პროცესში სწავლებას;
** დიდ კომპანიაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2019 წლის 1 ივნისამდე, რუსულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: jobs@ge.nestle.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |