www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: საათების მაღაზიათა ქსელი GMT
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

საათების მაღაზიათა ქსელი "GMT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
** ახალი მოდელების შესწავლა
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** რუსული და ინგლისური სასაუბრო
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** არამწეველი

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საპასუხისმგებლო სამსახურს
** ფიქსირებულ სახელფასო პროგრამას
** საბონუსე სისტემას
** 15 სამუშაო დღე თვეში (ყოველ მეორე დღეს)

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ განიხილება, შემდეგ მისამართზე: info@gmt4.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |