www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის დაცვისა და ტექ. უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები და ფუნქციები:

** კოლეჯის ხელმძღვანელების მიერ სხვადასხვა (მეტროლოგიის, ხანძარსაწინააღმდეგო, გარემოს დაცვის, სტანდარტიზაციის და სხვა) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვის რეგულარული კონტროლი.
** საფრთხის იდენტიფიცირება, ზოგადი და სპეციფიკური შრომითი რისკების შეფასება სტანდარტული "ჩეკ-ლისტის" დახმარებით.
** პერსონალის უსაფრთხოების დაცვის საშუალებებით(PPE) უზრუნველყოფა მაღალი რისკის ადგილებზე;
** საევაკუაციო გეგმებისა და თვალსაჩინოებების/ჰიქტოგრამებით უზრუნველყოფა (გამაფრთხილებელი ნიშნების) საჭირო ადგილებზე.
** სახანძრო უსაფრთხოების ბალონებისა და სამედიცინო ყუთების არსებობის უზრუნველყოფა.
** სტუდენტების/პერსონალისათვის საფრთხის გამომწვევი მიზეზის შემცირებასა და პრევენციაზე ზრუნვა.
** საშიშროებების, რისკებისა და ინციდენტების სისტემატური ანალიზის წარმოება;
** თანამშრომლებთან პირველადი და მიმდინარე ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** საშიშროების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა, რისთვისაც აწარმოებს ინციდენტების რეპორტირებას; პროცესის მოდელირებას; სხვადასხვა შემთხვევებისთვის კრიზისული გეგმის შემუშავებას.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 ივნისისა(გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |