www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვადების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"კრედო ბანკი" ახალგაზრდებს გთავაზობთ შესაძლებლობას დასაქმდეთ ხონის, ვანის, აბაშას, სამტრედიის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის, ფოთისა და წალენჯიხის ტექნიკის წამყვან და სხვა ბრენდული მაღაზიების ქსელში განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

"კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 68 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერიების გაკეთება;
** კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში;
** განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
** მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
** კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
** კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
** კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა გრძნობა;
** გუნდურობა;
** პროაქტიულობა.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - განვადების ოფიცერი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 27 მაისი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |