www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მიმტანი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირადი ჰიგიენის დაცვა სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით
** სამუშაო ობიექტზე სისუფთავის დაცვა
** სტუმრების მომსახურება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** მაგიდების გასერვირება/ალაგება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** სტუმრების მიღება, მაგიდასთან მიცილება და მენიუს შეთავაზება
** კერძებისა და სასმელების სწორად შეთავაზება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** დეტალური ინფორმაციის ქონა კერძებისა და სასმელების შემადგენლობის, დამზადების წესების, შეხამებისა და გასაყიდი ფასების შესახებ
** სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა. ყველას სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება
** სტუმრისთვის ანგარიშის მომზადება, მირთმევა და ანგარიშსწორება
** სერვისის ინვენტარის დაპოლირება და დახარისხება
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და უშუალო ზედამხედველისთვის ცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

უნარ/ჩვევები

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა
** პოზიტიურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@sairmeresort.ge

შ.პ.ს. "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |