www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტში
მომწოდებელი: BS Academy
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"BS Academy" აცხადებს მიღებას ტრენინგზე ფინანსური ანგარიშგების სტანდარტში მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის.

ტრენინგი განკუთვნილია მეოთხე კატეგორიის კომპანიების ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის, ასევე საგადასახადო კონსულტანტების, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ტრეინინგზე განხილულ იქნება ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების ძირითადი პრინციპები, სააღრიცხვო პოლიტიკა და შეფასებები, სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა. ასევე ტრეინინგზე შესაძლებელი იქნება პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით კანონის შესაბამისად პორტალზე ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების შევსება.

ლექცია 1:

** საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრა და ცვლილება
** კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
** ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
** "ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება" (ბალანსი) და "შემოსავლების ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება"
** წინამდებარე სტანდარტზე გადასვლა
** საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები

ლექცია 2:

** სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები
** მარაგები
** გრძელვადიანი აქტივები, (ბიოლოგიური აქტივები სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში საჭიროებიდან გამომდინარე)
** არაფინანსური აქტივების გაუფასურება

ლექცია 3:

** ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები, პირობითი აქტივები
** ამონაგები მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან
** უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციები
** იჯარა
** დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები, მოგების გადასახადი

ლექცია 4:

** ფინანსური ანგარიშგებების (უწყისების) მომზადება
** ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადება
** SARAS-პორტალზე ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების შევსება

ტრეინინგები დაიწყება 20 მაისს.
ტრენინგის ღირებულება 250 ლარი
ტრეინინგის ხანგრძლივობა 12 საათი, 4 შეხვედრა.

ტრეინინგს წარუძღვება ლაშა ჩხეტიანი კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, უზნაძის 4
ტელ: 593922247

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/XpZ6E2rFVd8kf3BSA



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |