www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: KSC Legal
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

იურიდიული კომპანია "KSC Legal" აცხადებს სტაჟირებას იურისტებისა და მომავალი ადვოკატებისთვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: შეთანხმებით
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული):

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** მუშაობის პროცესში იურისტების ასისტირება, კერძოდ, საჭირო კანონმდებლობის, დოკუმენტაციის და სხვა მასალების მოძიება, შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება კომპეტენციის ფარგლებში და სხვ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (სისხლის სამართალი):

** სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება;
** სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და ანალიზი, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება
** მუშაობის პროცესში იურისტების ასისტირება, კერძოდ, საჭირო კანონმდებლობის, დოკუმენტაციის და სხვა მასალების მოძიება, შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება კომპეტენციის ფარგლებში და სხვა

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** შესაბამისი (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლი) კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა შეუძლიათ რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.ksclegal@gmail.com

სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ:

** სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართალში სტაჟირების მსურველებმა: "სტაჟიორი-სამოქალაქო";
** სისხლის სამართალში სტაჟირების მსურველებმა: "სტაჟიორი-სისხლი".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |