www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპ. და SME ბიზნესის საკრედიტო პორტფელური რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 24 მაისი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და SME ბიზნესის საკრედიტო პორტფელური რისკების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3540
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინიციატიურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აღრიცხვიანობის სფეროში/საბანკო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების სფეროში
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** კორპორატიული და მცირე და საშუალო სეგმენტების საკრედიტო რისკების მართვა და ბანკისთვის მისაღებ დონეზე შენარჩუნება
** დაკრედიტების პოლიტიკის, პროცედურების და ლიმიტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ინდივიდუალური და პორტფელური რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა;
** საკრედიტო პორტფელის ანალიზი არსებული რისკების დროულად გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაწევა;
** საკრედიტო პორტფელის დროული მონიტორინგის უზრუნველყოფის კონტროლი, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების გაწევა;
** პორტფელის ადექვატური დარეზერვების უზრუნველყოფა;
** კორპორატიული და მცირე და საშუალო სეგმენტების საკრედიტო რისკების მართვის გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი სტრატეგიული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3540

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 24 მაისი, 2019 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |